სიახლები

05-04-2024:   კონფერენცია ,,ოქროს რიცხვი- 2024" მზადება

მოსწავლეები მუშაობენ ორ ჯგუფად ,ორ პროექტზე.


ნანახია 47-ჯერ

14-05-2023:   კონფერენცია : ,,ოქროს რიცხვი"

სსიპ ქ. აბაშის ნორჩ ქიმიკოსთა :,, უბრალოდ ქიმიკოსების " კლუბის წევრებმა წარადგინეს კონფერენციაზე თავიანთი პროექტი სახელწოდებით : საკვების ...


ნანახია 458-ჯერ

14-05-2023:   კონფერენცია : ,,ოქროს რიცხვი"

სსიპ ქ. აბაშის ნორჩ ქიმიკოსთა :,, უბრალოდ ქიმიკოსების " კლუბის წევრებმა წარადგინეს კონფერენციაზე თავიანთი პროექტი სახელწოდებით : საკვების ...


ნანახია 430-ჯერ

პროექტები და პრეზენტაციები

14-05-2023:   საკვების ენერგეტიკული ღირებულება

ნ.შონია, მ.გერგედავა , გ.ქამადაძე * ნორჩ ქიმიკოსთა კლუბი: ,,უბრალოდ ქიმიკოსები „ სსიპ ქ.აბაშის N2 საჯარო სკოლა, ubralodqimikosebi@gmail.com “კალორიების შემცველი საკვები სრულიად უსარგებლოა. ერთადერთი, რითაც მისგან შეიძლება ვიხეიროთ, ზედმეტი კილოგრამებია. ჰოდა, გამოდის, რომ არაფერში გვჭირდება”, – ასეთი მოსაზრება კიდევ უამრავია. იმისათვის , რომ კარგად გავერკვეთ ზემოთ მოცემულ გაუგებრობაში დაიგეგმა კვლევითი პროექტი , რომლის მიზანია საკვები პროდუქტის ენერგეტიკული ღირებულების მაქსიმალურად ზუსტი განსაზღვრა, გააზრება იმისა ,თუ რა არის კალორია? რა პრინციპით მუშაობს კალორიმეტრი? რა მნიშვნელობა აქვს თბოიზოლაციას კალორიმეტრისთვის ? ექსპერიმენტისთვის შეირჩა ჩიპსის სამი ნიმუში . თითოეული ნიმუშის კვლევა მოხდა სხვდასხვა კალორიმეტრის საშუალებით. კალორიმეტრები დამზადდა თავად ექსპერიმენტაორების მიერ. ხელსაწყოების სიზუსტის შესასწავლად მოხდა დაკვირვება იმაზე, თუ რა გავლენას ახდენდა თბოიზოლაცია კალორიმეტრის მონაცემების სიზუსტეზე. ამ მიზნით განისაზღვრა ეთანოლის წვის სითბო და მიღებული მნიშვნელობა შედარებული იყო რეალურ მნიშვნელობას. დადგინდა აწყობილი კალორიმეტრების ეფექტურობა. მიღებული შედეგების მიხედვით დადგინდა, თუ რამდენი კალორიაა 100გ ჩიპსის ენერგეტიკული ღირებულება და რა შემთხვევაში არის კალორიმეტრის მონაცემები უფრო ზუსტი. მიღებული შედეგები შევადარეთ ეტიკეტზე არსებულ ინფორმაციას.


09-02-2023:   თემა ,,მეტალების " გაცნობა გრძელდება

დედამიწის ქერქის დაახლოებით  25% მეტალებისგან შედგება. ძირითადად გვხვდება  ალუმინი, რკინა, კალციუმი, ნატრიუმი, კალიუმი და მაგნიუმი.  ყველაზე გავრცელებული მეტალია ალუმინი, რომელიც იონური მინერალის, ბოქსიტების სახით არის გავრცელებული. დანარჩენი ელემენტებიც ნაერთების სახით არის წარმოდგენილი. ბევრი ნაკლებად აქტიური მეტალი თავისუფალი სახითაც გვხვდება.  ესენია ძვირფასი და ნახევრად - ძვირფასი მეტალები.


 

ექსპერიმენტები

21-02-2020:   ჭიანჭველმჟავას დაშლა

სიპ ქ. აბაშის ნორჩ ქიმიკოსთა კლუბის ,,უბრალოდ ქიმიკოსები"-ს წევრებმა ჩაატარეს ექსპერიმენტი და შეისწავლეს ჭიანჭველმჟავას დაშლის პროცესი. ცდის მსვლელობა: სინჯარაში ათავსებენ ჭიანჭველმჟავას 3 წვეთს და უმატებენ კონც. გოგირდმჟავას 3 წვეთს. ნარევს აცხელებენ სპირტქურაზე. რეაქცია მიმდინარეობს აირის გამოყოფით, რომელიც იწვის მოცისფრო ალით და აფეთქებით. პროცესის ქიმიზმი: H-COOH +[0]_-->CO2 + H2O


ნანახია 1731-ჯერ